5 თებერვალს, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში ღია სემინარი გაიმართა, რომელსაც 22 აბიტურიენტი დაესწრო.
მათ დაწვრილებითი ინფორმაცია მიიღეს კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის საბაკალავრო პროგრამების, დასაქმებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ.
ლექტორმა იოსებ ძმანაშვილმა გამართა ლექცია თემაზე „თანამედროვე ვებ-ტექნოლოგიები".
კავკასიის ტექნოლოგიების სკოლის სტუდენტებმა აბიტურიენტებს მათ მიერ შექმნილი რობოტები და ვიდეო-თამაშების მართვის უახლესი მეთოდები წარუდგინეს. აბიტურიენტებმა მონაწილეობა მიიღეს ინტელექტუალურ თამაშში. გამარჯვებულს პრიზის სახით ბრენდირებული „Flash"-მეხსიერების ბარათი გადაეცა. აბიტურიენტებს წამახალისებელი საჩუქრებიც დაურიგდათ.
ტექნოლოგიების სკოლის ღია სემინარი
11 იანვარი