ვირტუალური სასწავლო ვიზიტი პროექტ E-FIX -ის ფარგლებში

21 მაისი 2021

 

18 მაისს, პროექტ E-FIX -ის ფარგლებში გაიმართა ვირტუალური სასწავლო ვიზიტი საქართველოს ლიზინგის და სომხური ACBA ლიზინგინგის კომპანიებს შორის. საგანმანათლებლო ღონისძიება კავკასიის უნივერსიტეტმა დააორგანიზა.

 

პროექტის პარტნიორებმა, სომხეთიდან და საქართველოდან, აუდიტორიას გაუზუარეს ინფორმაცია განხორციელებული საპილოტე პროგრამების შესახებ, წარმოადგინეს კონრეტული მაგალითები, როგორებიცაა, მწვანე სახლისა და კონსტრუქციული მექანიზმების პროექტები.

 

E-FIX- ის ფარგლებში, პროექტის დაინტერესებულ მხარეები განიხილებიან სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებში. მწარმოებლობის გაზრდის ტრენინგები იქნება კონცენტრირებული დაინტერესებულ მხარეთა ჯგუფებზე, რომლებსაც ზრდის პოტენციალი გააჩნიათ, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, ხოლო E-FIX მიდგომის სტრატეგიული ფიქსაციისკენ გამიზნული საქმიანობა მიმართავს პოლიტიკის შემქმნელებსა და საჯარო ხელისუფლებას. პროექტი ასევე გაუვრცელებს საკუთარ შედეგებს E-FIX-ის დაფინანსების კამპანიის პოტენციურ განმახორციელებლებს, ანუ, პროექტის შემქმნელებს, ბიზნესის/ინდუსტრიის სექტორიდან, ენერგორესურსების პროვაიდერებსა და საჯარო ინსტიტუტებს, მუნიციპალურ დონეზე.