იწყება რეგისტრაცია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე სამცხე-ჯავახეთში

24 აგვისტო 2026

იწყება რეგისტრაცია საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს პრე-აქსელერაციის პროგრამაზე სამცხე-ჯავახეთში.

 

გაქვს სტარტაპ იდეა, მაგრამ არ იცი როგორ გადააქციო რეალურ პროდუქტად? 

 

გინდა ისწავლო როგორ შექმნა MVP, მოახდინო იდეის ვალიდაცია და მოემზადო GITA-ს საგრანტო პროგრამებისთვის? 

 

პროგრამა წარმოადგენს 4-კვირიან პრაქტიკულ კურსს, რომლის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ:

 

  • იდეის ვალიდაციასა და განვითარებაზე
  • Lean Canvas-ის შექმნაზე
  • Customer Discovery პროცესზე
  • MVP-ისა და პროტოტიპის შექმნაზე
  • AI და No-Code ინსტრუმენტების გამოყენებაზე
  • Pitch Deck-ის მომზადებასა და იდეის ეფექტურად წარდგენაზე

 

პროგრამის განმავლობაში მონაწილეები იმუშავებენ გამოცდილ მენტორებთან, მიიღებენ ინდივიდუალურ მხარდაჭერას და უკუკავშირს საკუთარი იდეის განვითარებისთვის.

  

პროგრამა განკუთვნილია სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის (16+), დამწყები მეწარმეებისა და ინოვაციური იდეების მქონე პირებისთვის.

 

GITA-ს პრე-აქსელერაციის პროგრამას ახორციელებს კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი.

 

თუ გაქვს იდეა, რომლის განვითარებაც გინდა - ეს შესაძლებლობა შენთვისაა!

 

მონაწილეობის მიღება უფასოა.

 

რეგისტრაციის ბმული.