ღია ლექცია – 30 წელი ბრიტანულ მედიაში

11 იანვარი
სტუმარმა გლობალური ომების და კრიზისული სიტუაციების გაშუქების გამოცდილებაზე ისაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი მან ვიეტნამის ომზე გააკეთა, რომელიც სააგენტო „როიტერისთვის" თავად აქვს გაშუქებული.

სტუმარსა და სტუდენტებს შორის საინტერესო დისკუსიაც წარიმართა. მომავალი ჟურნალისტები ომების დროს მედიის შეზღუდვის მექანიზმების, ცენზურისა და თვითცენზურის, კონფლიქტურ გარემოში პატრიოტიზმისა და ჟურნალისტიკის მიმართების თემებით დაინტერესდნენ. ლექციის ფინალისკენ კი საუბარი გასცდა საომარი ჟურნალისტიკის თემას. მარკ მერედიტმა შეხვედრა მნიშვნელოვანი პროფესიული რჩევებით დაასრულა.

მარკ მერედიტის 30 წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება უკავშირდება მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან მედია საშუალებას. მათ შორისაა: „Reuters" „Financial Times", "Daily Telegraph", "Herald", "Focus", BBC.


.