20 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა - კახა შენგელიამ, მედიცინის პროგრამის ინდოელ სტუდენტებს კამპუსში უმასპინძლა.
საორიენტაციო შეხვედრა სტუდენტებისთვის რამდენიმე სესიად ჩატარდა და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლით დაიწყო.
ტრადიციულად, სტუდენტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია, როგორც უნივერსიტეტის მისიის, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე უნივერსიტეტში არსებული სერვისებისა და სასწავლო პროცესში ჩართული დეპარტამენტების საქმიანობის შესახებ.
დამსწრე სტუდენტებს საშუალება მიეცათ შეხვედროდნენ მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლის წარმომადგენლებს, რომლებმაც ამომწურავი ინფორმაცია გაუზიარეს აღნიშნული პროგრამის შესახებ.
დამატებით პრეზენტაცია ჩატარდა სტუდენტთა მომსახურებისა და სასწავლო პროცესის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, რომლის ფარგლებშიც წარმომადგენლებმა, სტუდენტებს ვრცელი ინფორმაცია მიაწოდეს აკადემიური პროცესის შესახებ.
ასევე, მათთვის გაზიარებული ინფორმაციის საფუძველზე სტუდენტები გაეცნნენ მიმდინარე აკადემიური წლისთვის დაგეგმილი აქტივობებისა და ღონისძიებების ციკლს.
საორიენტაციო შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, რომ მათთვის მნიშვნელოვან კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.