პანელური დისკუსია - „ტექნოლოგიური სტარტაპის ევოლუცია“

30 მარტი 2023

29 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტში, ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის ორგანიზებით პანელური დისკუსია გაიმართა თემაზე: „ტექნოლოგიური სტარტაპის ევოლუცია“ - სტარტაპი იდეიდან წარმატებამდე და ეკოსისტემის განვითარება საქართველოში.

 

მოდერატორი იყო: გიორგი ბურდული - კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრის დირექტორი.

 

მოწვეული პანელისტები:

 

ლაშა გორგოშიძე - Startup Georgia-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი;

ვანო ჩალაძე - ციფრული ლოგისტიკური პლატფორმა Cargon-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი;

გიორგი ცირამუა - ტურისტული სტარტაპი „ბილიკის“ თანადამფუძნებელი.

 

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა. დამსწრე აუდიტორიას საშუალება ჰქონდა, რომ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

 

კავკასიის უნივერსიტეტის ინოვაციების და მეწარმეობის ცენტრი განახლებული სტრატეგიით, პროექტებით, პროგრამებით და ღონისძიებებით ხელს უწყობს სტარტაპერებს (სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს, ადმინისტრაციულ და აკადემიურ პერსონალს) იდეიდან პროდუქტის პროტოტიპამდე, ოპტიმალურ სტარტაპამდე და პირველ მომხმარებლამდე სწრაფად და ეფექტიანად განვითარებაში.