ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება კავკასიის უნივერსიტეტსა და ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტს შორის

19 ნოემბერი 2024
კავკასიის უნივერსიტეტსა და ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტს, პორტუგალია, შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
 
ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტი ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო უნივერსიტეტია ლისაბონში, რომელიც 1973 წელს დაარსდა და 20 ათასზე მეტ სტუდენტსა და 2 ათასამდე აკადემიურ პერსონალსა და მკვლევარს აერთიანებს. ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტი საერთაშორისოდ აღიარებული კვლევითი უნივერსიტეტია, დაარსების დღიდან, უნივერსიტეტის მთავარი მისია პორტუგალიაში უმაღლესი განათლების ინოვაცია და ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობაა. აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტი საერთაშორისო რეიტინგებში მოწინავე ადგილს იკავებს.
 
ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების პარალელურად, კავკასიის უნივერსიტეტსა და ლისაბონის ნოვას უნივერსიტეტს შორის ასევე გაფორმდა Erasmus+ ის ინსტიტუციური პარტნიორობის შეთანხმება, რაც შესაძლებლობას იძლევა უნივერსიტეტებს შორის სხვადასხვა ტიპის მობილობების განხორციელებას დაფინანსების ფარგლებში.