13 ივლისს, კავკასიის უნივერსიტეტში, კავკასიის ბიზნესის სკოლის მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, თამარ კარბაიას სადისერტაციო ნაშრომის - „Hofstede’s National Cultural Dimensions in Managerial Context“ დაცვა გაიმართა.
დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელ იყო პროფესორი, ბორის (ბუბა) ლეჟავა.
სადისერტაციო ნაშრომის დაცვა გაიმართა სადისერტაციო კოლეგიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:
ელენე ჯღარკავა, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლის დეკანი, კავკასიის უნივერსიტეტი;
ბორის (ბუბა) ლეჟავა, პროფესორი, ვიცე-პრეზიდენტი კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, კავკასიის უნივერსიტეტი;
თენგიზ თაქთაქიშვილი, ასოცირებული პროფესორი, ბიზნესის სკოლა, კავკასიის უნივერსიტეტი;
ეკატერინე ნაცვლიშვილი, აფილირებული, ასოცირებული პროფესორი, ევროპის უნივერსიტეტი;
ლილი ბიბილაშვილი, პროფესორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი;
დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა ნაშრომის პრეზენტაცია და უპასუხა დასმულ შეკითხვებს, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინა რეცენზენტმა, ევროპის უნივერსიტეტის ასცორებულმა პროფესორმა ეკატერინე ნაცვლიშვილმა.
სადისერტაციო კოლეგიის შეფასებით, თამარ კარბაიამ წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა მენეჯმენტის დოქტორის ხარისხი.