3 თებერვალს, გაიმართა სახელმწიფო მართვის სკოლის საერთაშორისო ურთიერთობების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტის, ლაშა კაკაშვილის სადისერტაციო ნაშრომის - ,,საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების გავლენა საგარეო პოლიტიკაზე ჰიბრიდულ რეჟიმებში, საქართველოს მაგალითზე, 2012-2021 წწ.“ საჯარო დაცვა. დისერტაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი ნოდია.
სადისერტაციო ნაშრომი დაცული იქნა დისერტაციის დაცვის კომისიის წინაშე, შემდეგი შემადგენლობით:
სერგი კაპანაძე - პროგრამის ხელმძღვანელი, დაცვის კომისიის თავმჯდომარე
ფიქრია ასანიშვილი - ასოცირებული პროფესორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკა აკობია - პროფესორი, სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი
ემირ ეთერია - პროფესორი, სახელმწიფო მართვის სკოლა
გიორგი ცხადაია - პროფესორი, სახელმწიფო მართვის სკოლა
ნანა ფირცხელანი - ასოცირებული პროფესორი, სახელმწიფო მართვის სკოლა
დაცვაზე დოქტორანტმა წარადგინა სადისერტაციო ნაშრომი, რის შემდეგაც ნაშრომზე საკუთარი შეფასებები წარმოადგინეს რეცენზენტებმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ და საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებულმა პროფესორმა კონსტანტინე შუბითიძემ. დისერტაციის თემასთან დაკავშირებით გაიმართა სამეცნიერო დისკუსია და დოქტორანტმა უპასუხა დასმულ შეკითხვებს.
სადისერტაციო კომისიის შეფასებით, ლაშა კაკაშვილმა წარმატებით დაიცვა ნაშრომი და მიენიჭა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი.