25 დეკემბერს, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა, საორიენტაციო შეხვედრა გამართა საუნივერსიტეტო გაცვლით პროგრამებში მონაწილე სტუდენტებისთვის.
2025 წლის გაზაფხულის სემესტრში, კავკასიის უნივერსიტეტის 50-მდე სტუდენტი მონაწილეობას მიიღებს ბილატერალურ საერთაშორისო/ Erasmus+ ის გაცვლით პროგრამებში და გაემგზავრებიან უნივერსიტეტის პარტნიორ უმაღლეს სასწავლებლებში შემდეგ ქვეყნებში: საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, აშშ, სამხრეთ კორეა, ავსტრია, პოლონეთი, ბულგარეთი, პორტუგალია, იტალია, ლიეტუვა, საბერძნეთი, უნგრეთი და თურქეთი.
შეხვედრის მსვლელობისას, სტუდენტებმა მიიღეს დამატებით ინფორმაცია მობილობის პროცესისა და პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდგომ ეტაპებზე.