ბექა ჭანტურიას წიგნის „მეცოდინება - ეს ამად ღირდა!“ პრეზენტაცია

30 ოქტომბერი 2023

CU კამპუსში, კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კურსდამთავრებულის, ბექა ჭანტურიას წიგნის  „მეცოდინება - ეს ამად ღირდა!“ პრეზენტაცია გაიმართა.

 

წარმოდგენილი ლექსების კრებული მისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპს მოიცავს და ნათლად გამოხატავს ავტორის ემოციურ მდგომარეობას, შესაბამისად, განსხვავებულია ამ ლექსების შინაარსი და ის შინაგანი განწყობები, რაც  ლექსებიდან ვლინდება. აქ ნახავთ, როგორც სიყვარულით აღტაცებული ბიჭის, ასევე, საკუთარი ქვეყნის ბედით შეწუხებული ავტორის ლექსებს, რომელიც ძლიერი პროტესტის განცდითაა დაწერილი.  თუმცა, შიგადაშიგ, თითქოს, დაღლილია და ბრძოლის აზრს ვეღარ ხედავს.

 

პრეზენტაცია ბექას ოჯახის ორგანიზებით, მისი მეგობრების და ახლობლების წრეში გაიმართა.

 

აღსანიშნავია, რომ ბექა ჭანტურიას პირველი წიგნის  "სუბიექტურად ჯანმრთელი"-ის დებიუტი სწორედ კავკასიის უნივერსიტეტში შედგა, "სუბიექტურად ჯანმრთელი" ავტობიოგრაფიული რომანია, რომელიც ნეიროფიბრომატოზის დიაგნოზის მატარებელ ბიჭზე მოგვითხრობს.