კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის ვიზიტი ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში

4 აპრილი 2019

1-5 აპრილს, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (Lille Catholic University, France), კავკასიის უნივერსიტეტის და უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტს, კახა შენგელიას Erasmus+ ის კრედიტ მობილობის პროექტის ფარგლებში მასპინძლობს. შეხვედრები გაიმართა ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის რექტორ პიერ გიორგინისთან, ეკონომიკის, მენეჯმენტისა და მეცნიერების ფაკულტეტის ვიცე-დეკან ვერონიკ ფლამბარდთან და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროს ანე-მარი მიშელთან.

 

მობილობის ფარგლებში, ლილის კათოლიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს, ლექტორებსა და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ კახა შენგელიას საჯარო ლექციას თემაზე: "Geopolitics/EU-Caucasus Relations".

 

აღსანიშნავია ისიც, რომ უნივერსიტეტებს შორის ერაზმუს+ ის პროექტი წლებია წარმატებით ხორციელდება. მიმდინარე სემესტრში, ლილის უნივერსიტეტში მყოფ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ პირადად შეხვედროდნენ პრეზიდენტს და მისთვის გაეზიარებინათ შთაბეჭდილებები და მობილობით მიღებული გამოცდილება.