კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და წარმომადგენლები სტუმრად აკადემიკოს მზექალა შანიძესთან

14 აპრილი 2021

13 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და უნივერსიტეტის წარმომადგენლები, პროექტის „მე მიყვარს ქართული - ჩემი სახელმწიფო ენა“ ფარგლებში, აკადემიკოს მზექალა შანიძეს ეწვივნენ. 

 

ვიზიტის ფარგლებში, კახა შენგელიამ მზექალა შანიძეს ჯილდო - „ქართული ენის ქომაგი“ გადასცა, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტმა წელს პირველად დააწესა.

 

14 აპრილს,  ქართული ენის დღეების შემაჯამებელ ღონისძიებაზე კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსში მზექალა შანიძის სახელობის აუდიტორია გაიხსნება.

 

ქართული ენის დღეები კავკასიის უნივერსიტეტში პროფესორ მარიამ მანჯგალაძის ინიციატივით და კავკასიის უნივერსიტეტის ორგანიზებით დაიგეგმა. პროექტის ფარგლებში 30 მარტიდან 12 აპრილის ჩათვლით, CU კამპუსში სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდა, მათ შორის საჯარო ლექციები და კონკურსები სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის.