CU კამპუსს ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და სამართლის ფილოსოფოსი გიორგი ხუბუა ეწვია. სტუმარს კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა - კახა შენგელიამ - უმასპინძლა.
გიორგი ხუბუა მრავალენოვანი სამეცნიერო კრებულების რედაქტორი და თანაავტორია. მას ეკუთვნის 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 7 მონოგრაფია და ერთი სახელმძღვანელო.
ამჟამად გიორგი ხუბუა ბერლინის შტაინბაისის უნივერსიტეტის პრეზიდენტი და პროფესორია.
შეხვედრის ფარგლებში, მოლაპარაკება გაიმართა სხვადასხვა ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების შესახებ, მათ შორის სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების საკითხებზე.