პროფესორ ერეკლე პირველის საუკეთესო სტატიის ჯილდო

27 თებერვალი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის აფილირებული პროფესორი, ერეკლე პირველი, ნაზარბაევის უნივერსიტეტის (ასტანა) წლიურ სამეცნიერო კონფერენციაში ჩაერთო. კონფერენციაზე 85 სამეცნიერო სტატიის წარდგენა მოხდა. პროფესორი პირველის მიერ წარდგენილ იქნა ნაშრომი: “From the Margins to the Forefront: Exploring Gender Dynamics in Sustainability Lobbying”, რომელმაც საუკეთესო სტატიის ჯილდო დაიმსახურა.

 

კვლევა ხორციელდება პროფესორ შუმაილა იუსეფზაისთან ერთად. იგი შეისწავლის გენდერულ პერსპექტივას ევროკავშირის მიერ მდგრადობის კორპორაციული სტანდარტების შემოღების ჭრილში.

 

კვლევის წარდგენა ასევე მოხდება ევროპის ფინანსური ასოციაციის წლიურ კონგრესსა და NISPACEE-ის კონფერენციაზე 2024 წლის მაისში.