პროფესორ გურამ ლეჟავას სახელობის აუდიტორიის გახსნა

5 აპრილი 2023

5 აპრილს, კავკასიის უნივერსიტეტში, CU-ის თანადამფუძნებლისა და მატერიალური რესურსების დარგში ვიცე-პრეზიდენტის, დამსახურებული პროფესორის - გურამ ლეჟავას სახელობის აუდიტორია გაიხსნა.

 

ღონისძიებას კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მათ გურამ ლეჟავაზე ისაუბრეს, მისი საქმიანობა, განვლილი გზა და პროფესიონალიზმი შეაფასეს. აუდიტორიის წინაშე სიტყვით წარსდგა კახა შენგელია, ასევე, გურამის ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები.

 

კავკასიის უნივერსიტეტი მადლობას უხდის ბატონ გურამს შრომისა და გაწეული ღვაწლისთვის, რომელიც CU-ის დაარსებასა და განვითარებაში ჩადო.