პროფესორი - ჯანდაცვის მენეჯმენტი

24 მაისი 2021

კავკასიის უნივერსიტეტი, კავკასიის მედიცინისა და ჯანდაცვის მენეჯმენტის სკოლა (CMS) აცხადებს კონკურსს პროფესორის (1 ვაკანტური ადგილი) აკადემიურ თანამდებობაზე შემდეგ მიმართულებაზე:

 

პროფესორი (1 ვაკანტური ადგილი) 

 

  • ჯანდაცვის მენეჯმენტი  

 

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

 

პროფესორისთვის

  • პროფესორად 6 წლის ვადით აირჩევა შესაბამის დარგში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი გამოცდილება და დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის  არანაკლებ 3 წლიანი პრაქტიკული გამოცდილება.



ჯანდაცვის მენეჯმენტის ვაკანტური ადგილის შესაბამისი კანდიდატების მიმართ წაყენებული დამატებითი მოთხოვნა:

 

  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონის ცოდნა. 

 

 

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლიანი;
  • სამართლიანი და დისციპლინირებული;
  • კომუნიკაბელური;
  • კრეატიული;
  • მოტივირებული;
  • ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
  • აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
  • დარწმუნების და მოსმენის უნარი;
  • ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.




დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

 

  • რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე (CV - მოიცავდეს ინფორმაციას სწავლებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ)
  • პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • განათლების (კვალიფიკაციისა და აკადემიური ხარისხის/წოდების) დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დოქტორის/მაგისტრის/ბაკალავრიატის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტები) ასლები, დოქტორანტების შემთხვევაში - სადოქტორო პროგრამაზე სწავლის შესახებ ცნობა;
  • საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
  • სამეცნიერო–პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა და ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვა უსდ-(ებ)ში არსებული დატვირთვების შესახებ ინფორმაცია;
  • საკანდიდატო/სადოქტორო და სამაგისტრო თემის შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, დარგი, მიმართულება);
  • სტატიების, წიგნების, მონოგრაფიების თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე, ნაშრომის გარე ყდის ასლებს (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 5 (ხუთი) წლის განმავლობაში არსებული მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები;
  • აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის დაკავების მიზნით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია, პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები;
  • ინგლისური ენის (B2)  დონის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი.



კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

 I ეტაპიწარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა 

 II ეტაპიპრეზენტაცია/გასაუბრება

 III ეტაპიკონკურსის შეჯამება.

 

კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. კონკურსის მეორე ეტაპზე დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, ვინც პირველ ეტაპს გადალახავს წარმატებით !

 

კონკურსის გამოცხადების თარიღი: 24 მაისი 2021 წ.   

საბუთების მიღება: 2021 წლის 24 ივნისი- 2021 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

კონკურსის ჩატარების პერიოდი 2021 წლის ივლისი.

კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1.

კონკურსის შედეგების გამოქვეყნების პერიოდი: 2021 წლის ივლისი.

 

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.

 

გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.