10 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაციას - “აქ ახლა თავისუფლებისთვის” და კავკასიის უნივერსიტეტს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, პროექტის “ასწავლე საქართველოსთვის” პრეზენტაცია გაიმართა, რომლის პარტნიორიცაა ქალაქ თბილისის მერია.
ღონისძიებაზე სიტყვით წარდგნენ: ნუგზარ სხირტლაძე - კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი სასწავლო დარგში, ნინო კალანდაძე - არასამთავრობო ორგანიზაცია „ჭავჭავაძის ცენტრი“-ს დამფუძნებელი, ეკა აკობია - კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, ნიკა თიკანაშვილი - საქართველოს სტუდენტური ორგანიზაციების ასოციაციის წარმომადგენელი.
პრეზენტაცია ჩაატარეს: თამუნა არდაშელიამ - კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის მენეჯერმა და არასამთავრობო ორგანიზაცია “აქ ახლა თავისუფლებისთვის” პრეზიდენტმა, მარიამ ბაგათელიამ - ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ანა გადაბახაძემ - განათლების მეცნიერებათა დოქტორმა და ელენე იაგორაშვილმა - კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სტუდენტმა.
პროექტი გულისხმობს, ინგლისური ენის 6 თვიან ინტენსიურ კურსს თბილისის უნივერსიტეტების იმ სტუდენტებისთვის, რომლებმაც საშუალო განათლება აფხაზეთში მიიღეს. ამჟამად, პროექტში ჩართულია 20 სტუდენტი.
ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, აუდიტორიამ ამომწურავი პასუხები მიიღო მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.