საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის დისერტაციის დაცვა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლაში

13 თებერვალი 2025

12 თებერვალს, გაიმართა კავკასიის სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა სამაგისტრო ნაშრომების დაცვა. სტუდენტებმა საკუთარი ნაშრომები წარადგინეს სამაგისტრო ნაშრომის მომზადებისა და დაცვის კომისიის წინაშე.

 

კომისია დაკომპლექტებული იყო კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო მართვის სკოლის საჯარო მმართველობის პროგრამის პროფესორებით: ეკა აკობია, გიორგი ცხადაია, შორენა კახიძე და ემირ ეთერია.

 

დაცვაზე წარმოდგენილ იქნა შემდეგი ნაშრომები:

 

  • აბაშიძე საბა - ,,შიდა აუდიტის როლი და გამოწვევები მუნიციპალურ დონეზე საჯარო ფინანსების მართვაში“. ხელმძღვანელი: შორენა კახიძე, პროფესორი;
  • მჟავია ნათია - ,,სპორტის სფეროს მართვის მოდელი და სახელმწიფო დაფინანსების სისტემის გამოწვევები საქართველოში“. ხელმძღვანელი: შორენა კახიძე, პროფესორი;
  • კოჭლამაზაშვილი ლევან - ,,თვითმმართველობის განვითარებისა და დეცენტრალიზაციის შემაფერხებელი ფაქტორები საქართველოში“. ხელმძღვანელი: გიორგი ცხადაია, პროფესორი.