საუბრები ლიბრარეაში - „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება“

11 მარტი 2022

10 მარტს,  კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია ''ლიბრარეა''-ში საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციას  წარუძღვა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა მმართველი კომიტეტის წევრი და სხვადასხვა ქვეკომიტეტის ექსპერტი, ლევან მესხორაძე, თემაზე - „რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, საერთაშორისო სამართლებრივი შეფასება“.

 

სპიკერმა ისაუბრა ისეთ თემებზე, როგორიცაა: რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ომის გამომწვევი მიზეზები, საერთაშორისო ხედვები და სამართლებრივი შეფასება. ლექცია წარიმართა ინტერაქციულ ფორმატში, მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე.

 

ლიბრარეას სივრცე მუდმივად მასპინძლობს კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებისა და საზოგადოებისთვის საინტერესო სპიკერებს  სამეცნიერო, კულტურული, პოლიტიკური თუ სხვა სახის საუბრებისთვის. ასევე, მუდმივად იგეგმება ახალი საჯარო ლექციები სერიისთვის - საუბრები ლიბრარეაში.