2 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: “როგორ გავხდეთ Apple/Tesla/Google და სხვა ცნობილი კომპანიების აქციონერები”.
ლექციას წაიკითხა Galt & Taggart-ის საბროკერო მიმართულების მთავარმა ანალიტიკოსმა - ნიკოლოზ მაზანაშვილმა.
ლექციაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა: აქციებით ვაჭრობა, აქციებში ფულის დაბანდება, რომელიც დამატებითი შემოსავლის მიღების და კაპიტალის დაგროვების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, ასევე საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა და შესაძლო რისკები.
ღონისძიება წარიმართა ინტერაქციულ რეჟიმში, დამსწრე აუდიტორიამ მათთვის მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.