ფიზიკოს გია დვალის საჯარო ლექცია CU კამპუსში

14 ივნისი 2021

ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მოწვევით, კავკასიის უნივერსიტეტმა ქართველ ფიზიკოსს, გია დვალს უმასპინძლა.

გია დვალმა საჯარო ლექცია თემაზე - “სივრცე-დროის არსი” ჩაატარა. შეხვედრა კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსის ეზოში გაიმართა. 

 

შეხვედრას კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები, თანამშრომლები და სხვა სტუმრები ესწრებოდნენ. ლექციის დასრულების შემდეგ, მსმენელებმა სპიკერს მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვეს.

 

გია დვალი არის ფიზიკის პროფესორი მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში, მაქს პლანკის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი, ჰუმბოლდტის პრემიის მფლობელი.