27 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის წიგნის მაღაზია „ლიბრარეა“-ში საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: დემოკრატიული მმართველობა.
ლექცია ჩაატარა კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეულმა ლექტორმა, დემოკრატიის მხარდაჭერის ცენტრის დირექტორმა, მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა.
შეხვედრაზე განხილული იყო ისეთი საკითხები, როგორიცაა: რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მმართველობის დემოკრატიული სისტემა (საერთაშორისო გამოცდილება); როგორია მმართველობის სისტემა საქართველოში (კანონის მოთხოვნები და რეალობა); ქართული დემოკრატიის გამოწვევები; რა უნდა გაკეთდეს დემოკრატიული მმართველობის უზრუნველსაყოფად.
დამსწრე აუდიტორიას მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ.
საჯარო ლექცია ჩატარდა დემოკრატიის მხარდაჭერის ცენტრის მიერ National Endowment for Democracy-ის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში.