მედიცინის სკოლის ორგანიზებით, 5 მაისს კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა საჯარო ლექცია სახელწოდებით ,,აღმოაჩინე, გამოიკვლიე, იმოქმედე: კვლევის მნიშვნელობა სხვადასხვა სფეროში”.
საჯარო ლექციას გაუძღვა კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, WAPOR-ის ეროვნული წარმომადგენელი საქართველოდან, Gallup International Association-ის ვიცე პრეზიდენტი, "ტრი მედია ინტელიჯენსის“ კვლევის დირექტორი, ანი ლორთქიფანიძე.
საჯარო ლექციის მომხსენებლები იყვნენ: მზია სილაგაძე- „ტრი მედია ინტელიჯენსის“ დირექტორი; რატი შუბლაძე- სოციოლოგიის დოქტორი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), სოციოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელი; ერეკლე ანთაძე- თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. „გორბის“ უფროსი პროექტების მენეჯერი; ნატა ნაკაიძე- ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის ექიმი-მკვლევარი. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, გენეტიკის და მოლეკულური ბიოლოგიის მოწვეული ლექტორი. პროფ. ჟორდანიას და პროფ. ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის ექიმი-რეზიდენტი, რეპროდუქტოლოგი;
შეხვედრაზე განხილული იყო კვლევის მნიშვნელობა სხვადასხვა სფეროში — მედიცინიდან მარკეტინგამდე, სოციოლოგიიდან სხვა დისციპლინებამდე. ღონისძიებაზე მოსულმა სტუმრებმა მოისმინეს სხვადასხვა სფეროს პროფესიონალთა გამოცდილებები, მათ კიდევ ერთხელ დაგვანახეს, თუ როგორ ცვლის კვლევა არა მხოლოდ აკადემიურ სივრცეს, არამედ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასაც. სტუდენტებმა გაიცნეს ორგანიზაცია WAPOR-ი (World Association for Public Opinion Research) და მისი პარტნიორობა კავკასიის უნივერსიტეტთან.