13 ნოემბერს, კავკასიის უნივერსიტეტში, ტურიზმის სკოლის ასისტენტ-პროფესორის თეონა თაბორიძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე - "როგორ დავიწყოთ და განვავითაროთ საოჯახო სასტუმრო და ეკოტურისტული ბიზნესი".
თეონამ 2018 წელს სოფელ მელაანში დააფუძნა "Melaanian Vintage - Guest house " და საკუთარ ბიზნესთან ერთად სოფელი მელაანიც აქცია ტურისტულ ადგილად."
საჯარო ლექციის ფარგლებში, სპიკერმა გააზიარა პრაქტიკული მრავალწლიანი გამოცდილება, ისაუბრა კონკურენტუნარიანი ტურისტული პროდუქტების განვითარებაზე, ასევე გაყიდვების და ხარისხიანი მასპინძლობის შესახებ.
ლექცია ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, სადაც სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ სპიკერისთვის და მისგან ამომწურავი პასუხები მიეღოთ.