საჯარო ლექცია - „მართლმსაჯულების სისტემა და საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგი“

28 თებერვალი 2023

28 თებერვალს, კავკასიის  უნივერსიტეტში, დემოკრატიის მხარდაჭერის ცენტრის მიერ National Endowment for Democracy-ის მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოში“ ფარგლებში, ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე: -  მართლმსაჯულების სისტემა და საქართველოს ევროინტეგრაციის დღის წესრიგი (რა გზა გაიარა სისტემამ-რეფორმები/გამოწვევები/რეკომენდაციები)

 

ლექციაზე მომხსენებლები იყვნენ:

 

ნათია მეზვრიშვილი (კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, პროკურორი);

 

ლონდა თოლორაია (კანონის უზენაესობის ცენტრის დირექტორი, ყოფილი სახელმწიფო ინსპექტორი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პროკურორი).

 

ლექციის ბოლოს მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.