25 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა „საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრის“ და "ილია ჭავჭავაძის სახელობის ევროპული კვლევებისა და სამოქალაქო განათლების ცენტრის" ერთობლივი საჯარო ლექცია თემაზე - ენობრივი პოლიტიკა და პოლიტიკური დისკურსი (საქართველოს მაგალითი).
ლექცია ჩაატარა უნივერსიტეტის პროფესორმა, ფილოლოგიის დოქტორმა მარიამ მანჯგალაძემ. შეხვედრას ესწრებოდნენ სტუდენტები, ლექტორები და საკითხით დაინტერესებული მოწვეული სტუმრები.
შეხვედრა წარიმართა დისკუსიის ფორმატში.
კავკასიის უნივერსიტეტის საქართველოს შემსწავლელი საერთაშორისო კვლევის ცენტრი აგრძელებს საჯარო ლექციების და სამეცნიერო დისკუსიების სერიას საქართველოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.