საჯარო ლექცია თემაზე - საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში პოლიტიკოსთა არალიბერალური დისკურსების შესახებ

25 ივნისი 2024

21 ივნისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა საჯარო ლექცია -  საქართველოს ევროპეიზაციის პროცესში პოლიტიკოსთა არალიბერალური დისკურსების შესახებ.

 

ლექციის ფარგლებში, შეჯამდა ძირითადი ტენდენციები 2014-2023 წლების შუალედში და გაანალიზდა ამ პერიოდში ჩატარებული კვლევის შედეგები.

 

ლექციას უძღვებოდა კავკასიის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მოწვეული ლექტორი, მიხეილ ოსიშვილი და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის ასოცირებული პროფესორი და სოციალური მეცნიერებების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი - ლია წულაძე.

 

ლექციის ბოლოს გაიმართა დისკუსია.