თამაში "რა, სად, როდის?"

29 აპრილი 2012

თამაშში მონაწილეობა გიორგი სიხარულიძის, ნიკოლოზ ფხალაძის, ზურაბ ოქროპირიძის და გიორგი გვარამიას გუნდებმა მიიღეს. I ადგილი ნიკოლოზ ფხალაძის ექვსეულმა დაიკავა. დასკვნით ეტაპზე ოთხივე გუნდი ითამაშებს. გაწეული დახმარებისათვის კავკასიის სამართლის სკოლის სტუდენტური თვითმმართველობა განსაკუთრებულ მადლობას უხდის სამართლის სკოლის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს, არჩილ ბორჯაძეს.

მაისში თამაშის ფინალური ეტაპი  გაიმართება, სადაც კავკასიის უნივერსტეტის, თსუ-ის, საქართველოს უნივერსიტეტის, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტისა და სხვა უმაღლესი სასწავლებლების გუნდები იქნებიან წარმოდგენილნი.