AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

31 იანვარი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორს ლორ კასტენს (Laure Castin) უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ხელმძღვანელი საქართველოში თამარ ღარიბაშვილი და კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორი, ქეთევან კარბაია. შეხვედრის მსვლელობისას მხარეებმა ისაუბრეს არსებული თანამშრომლობის გაღრმავება, ფრანგული ენის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილ აქტივობებსა და ერთობლივ პროექტებზე.

 

აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტი 2022 წლიდან ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრია.  საუნივერსიტეტო სააგენტო აერთიანებს 120-მდე ქვეყნის 1000-ზე მეტ საგანმანათლებლო დაწესებულებას.

 

ორგანიზაცია თავის მხრივ, ერთ-ერთი წამყვანი საგანმანათლებლო ასოციაციაა, რომელიც არაერთ ახალ შესაძლებლობას ქმნის უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციის განვითარების მიმართულებით.