რენის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტიში

1 მარტი 2023

1-ელ მარტს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა რენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, ვიცე-პრეზიდენტს  მურიელ ჰისსლერსა (Muriel Hissler) და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენელს იოლაინ ბომპაის (Yolaine Bompays)  უმასპინძლა.


რენის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, კავკასიის უნივერსიტეტის კამპუსს სტუმრობდნენ: ფრანგულ-ქართული უნივერსიტეტის კოორდინატორი და საფრანგეთის საელჩოს სამეცნიერო და საუნივერსიტეტო ატაშე. 

 

ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის ბიზნესის სკოლის დეკანთან, ელენე ჯღარკავასთან და ეკონომიკის სკოლის დეკანთან, სოსო ბერიკაშვილთან. შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის სტრატეგია, რომელიც მოიცავს ორმაგი ხარისხის პროგრამების შემუშავებას ეკონომიკის მიმართულებით, ასევე გაცვლითი პროგრამების შესაძლებლობას ბიზნესის ადმინისტრირებისა და სხვა მიმართულებების ფარგლებში.


აღსანიშნავია, რომ რენის უნივერსიტეტი, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაა საფრანგეთში, რომელიც გამოირჩევა უცხოელი სტუდენტებისა და საგანმანათლებლო პროგრამების მრავალფეროვნებით.