17 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა ბრნოს მენდელის უნივერსიტეტის, ჩეხეთის რესპუბლიკა, ბიზნესისა და ეკონომიკის ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, სილვი ფორმანკოვას უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, უნივერსიტეტში მოქმედ პროგრამებზე, საერთაშორისო აკრედიტაციებზე და მიღწევებზე.
კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდა კავკასიის ბიზნესის სკოლის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის დირექტორი და პროფესორი, ერეკლე პირველი. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა მდგრადობისა და სოციალური პასუხისმგებლობის თემებზე კვლევის მიმართულებითა და განხორციელებული პროექტების შესახებ გაუზიარეს ერთმანეთს ინფორმაცია.
კავკასიის უნივერსიტეტი, მენდელის უნივერსიტეტთან 2019 წლიდან თანამშრომლობს, რომლის ფარგლებშიც კავკასიის ბიზნესისა და ეკონომიკის სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სემესტრული გაცვლითი პროგრამით.
აღსანიშნავია ისიც, რომ კავკასიის უნივერსიტეტმა ასევე მოიპოვა დაფინანსება ერაზმუს+ ის კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში მენდელის უნივერსიტეტთან, რაც კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის სკოლის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შესაძლებლობას მისცემს მოიპოვონ დაფინანსება და ისარგებლონ სემესტრული/მოკლევადიანი მობილობით პარტნიორ უნივერსიტეტში.