ბრნოს ტექნოლოგიების უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

9 ოქტომბერი 2024

9 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა ბრნოს ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, ჩეხეთი, არქიტექტურის ფაკულტეტის ვიცე-დეკანს საგარეო ურთიერთობების მიმართულებით,  რადეკ ტომანს უმასპინძლა.

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, უნივერსიტეტში მოქმედ პროგრამებზე, საერთაშორისო პროგრამებზე, საერთაშორისო აკრედიტაციებზე და მიღწევებზე.

 

კავკასიის უნივერსიტეტის მხრიდან შეხვედრას ასევე ესწრებოდა კავკასიის არქიტექტურისა და გრაფიკული დიზაინის სკოლის დეკანი მარიამ (მაკუნა) მენაბდე.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ კავკასიის უნივერსიტეტმა  და ბრნოს ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა თანამშრომლობა გააფორმეს ერაზმუს+ ის საერთაშორისო კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში. აღნიშნული პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს, შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ გაცვლითი პროგრამით პარტნიორ უნივერსიტეტში.