ამბერგ-ვაიდენის ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

16 ოქტომბერი 2024

16 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტმა აღმოსავლეთ ბავარიის ამბერგ-ვაიდენის ტექნიკური უნივერსიტეტის, გერმანია, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს, ანაბელ ვოლფს უმასპინძლა

 

ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი შეხვედრა შედგა კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან.

 

შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობაზე, უნივერსიტეტში მოქმედ პროგრამებზე, საერთაშორისო პროგრამებზე, საერთაშორისო აკრედიტაციებზე და მიღწევებზე

 

აგრეთვე, მხარეები ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებაზეც შეთანხმდნენ, რომელიც ასევე მოიცავს ერაზმუს+ ის კრედიტ მობილობის პროგრამის ფარგლებში საერთო აპლიკაციის მომზადებას დაფინანსების მოპოვების მიზნით. 

 

აღნიშნული თანამშრომლობა უნივერსიტეტებს შორის სამომავლოდ კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს, აკადემიური და ადმინისტრაციულ პერსონალს შესაძლებლობას მისცემს ისარგებლონ სემესტრული/მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამებით სხვადასხვა მიმართულებებზე