საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლები კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.
საპენსიო სააგენტოს დირექტორმა, გიორგი დანელიამ და უფროსმა საინვესტიციო ოფიცერმა, გოგა მელიქიძემ სტუდენტებს სააგენოტოს საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს.
როგორც საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ სტუდენტებთან შეხვედრაზე აღნიშნა, დაგროვებითი პენსიის მიზანია წვლილი შეიტანოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.
საინვესტიციო შესაძლებლობებზე საუბრისას კი აღინიშნა, რომ საპენსიო სქემას შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს კაპიტალის ბაზრის განვითარებაშიც.
ასევე, სპიკერებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საპენსიო სააგენტოში ინვესტირების პროცესზე, საქმიანობის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე.
სტუდენტებთან შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.