CSB-ის კვლევითი ცენტრის მიერ მოპოვებული სამეცნიერო გრანტი

20 ნოემბერი 2023

კავკასიის ბიზნესის სკოლის აფილირებულმა ასისტენტ პროფესორმა, თამარ კარბაიამ, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2023 წლის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვა.

 

კონკურსში დარეგისტრირდა 103 საპროექტო განაცხადი, რომელთა შეფასება ევროპის სამეცნიერო ფონდის (European Science Foundation – Science Connect, ESF-SC) მიერ განხორციელდა. დასაფინანსებლად შეირჩა 31 პროექტი.

 

პროექტის სახელწოდება: „კომერციალიზაცია, დარგისადმი ერთგულება და გარემოს გაურკვევლობა: ქართველი აუდიტორების პერსპექტივა“

 

კვლევა შეისწავლის კავშირს აუდიტის პროფესიაში კომერციალიზაციასა და პროფესიისადმი ერთგულებას შორის საქართველოს კონტექსტში. ჩვენ ვაკვირდებით გარემოში გაურკვევლობის პირობით (მოდერაციულ) როლს ამ კავშირში. ჩართულ მეცნიერთა ვარაუდით, აუდიტის პროფესიაში კომერციალიზაცია არის აუდიტორების პროფესიისადმი ერთგულების მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა, თუმცა გარემოში არსებული გაურკვევლობის მაღალი დონის პირობებში კომერციალიზაცია უარყოფით გავლენას შეიძლება ახდენდეს აუდიტორების პროფესიისადმი ერთგულებაზე. ამ კავშირების შესწავლით, წინამდებარე კვლევა ხელს შეუწყობს დისკუსიას კომერციალიზაციის როლზე პროფესიონალების აღქმასა და პროფესიისადმი მიჯაჭვულობაში. დასკვნები ხაზს გაუსვამს იმას, თუ როგორ მოქმედებს გარემოში არსებული გაურკვევლობის დონე განვითარებადი ტიპის ეკონომიკაში.

 

პროექტის ბიუჯეტი: 56 750 ლარი

ხანგრძლივობა: 2 წელი

პროექტის შეფასება: 24 ქულა (27-დან)

 

პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ კავკასიის ბიზნესის სკოლის აფილირებული პროფესორი და კვლევითი ცენტრის დირექტორი, ერეკლე პირველი.