გავლენიან ესპანურ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში "Spanish Journal of Human Nutrition and Dietetics“ (CiteScore:1.2; ინდექსირებულია Scopus-ში) გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეში განხორციელებული კვლევა: Verulava T., Papiashvili T. (2025). “Factors influencing eating behavior among university students in Georgia: a qualitative study".
სტატიის ბმული.
Scopus ჟურნალის პროფილი.
კვლევა განხორციელდა კავკასიის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის და ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის თანამშრომლობით.
ნაშრომის ავტორები:
თენგიზ ვერულავა - მედიცინის აკადემიური დოქტორი, კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ცენტრის დირექტორი, აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის მეცნიერების და უწყვეტი განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
თამარ პაპიაშვილი - ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის კურსდამთავრებული.
რეზიუმე:
ჯანმრთელი კვება მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაავადებების პრევენციაში და გრძელვადიანი კეთილდღეობის უზრუნველყოფაში, განსაკუთრებით გარდამავალ – სტუდენტურ ასაკში. მიუხედავად სტუდენტების კვებითი ჩვევების ზოგადი შეფასებისა საქართველოში, კვლევები ხშირად ვერ იძლევა სიღრმისეულ ხედვას იმ ძირეული ფაქტორების შესახებ, რომლებიც ამ ქცევებს განსაზღვრავს.
კვლევა მიზნად ისახავს სტუდენტების დამოკიდებულებებისა და წარმოდგენების გამოკვლევას ჯანმრთელი კვების შესახებ და იმ ძირითადი ინდივიდუალური, სოციალური და გარემოსმიერი ფაქტორების იდენტიფიცირებას, რომლებიც მათ კვებით ქცევებზე ახდენს გავლენას.
კვლევამ გამოავლინა სტუდენტების კვებითი ქცევის ფორმირებაზე მოქმედი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორების ფართო სპექტრი, ინდივიდუალური, სოციალური და გარემოსმიერი ფაქტორები: პირადი პრეფერენციები, საცხოვრებელი პირობები, თანატოლებისა და ოჯახის გავლენა, საკვების ხელმისაწვდომობა და მედიაგავლენა. განსაკუთრებულ ბარიერებად გამოიკვეთა ბავშვობაში ჩამოყალიბებული არაჯანსაღი ჩვევები, ფინანსური შეზღუდვები და დროის დეფიციტი.
აუცილებელია სახელმწიფო მიზნობრივი მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს სტუდენტებში ჯანსაღი კვებისა და ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას. მსგავსმა მიდგომებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს სტუდენტთა ჯანმრთელობაზე როგორც საქართველოში, ისე სხვა დაბალ და საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში.