9 მარტს, კავკასიის უნივერსიტეტს ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და პრესტიჟული პროფესიული ასოციაციის - ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) - აღმასრულებელი დირექტორი ეიდრიან დობსონი (Adrian Dobson) ეწვია სტუმრად.
ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტ კახა შენგელიასთან, ვიცე-პრეზიდენტთან ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით ირენა მელუასთან, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორთან ქეთი კარბაიასთან და არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის დეკანთან მარიამ მენაბდესთან.
ასევე, RIBA-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ეიდრიან დობსონმა ჩაატარა პრეზენტაცია არქიტექტურის პროგრამის სტუდენტებისთვის, სადაც მათ გააცნო ბრიტანელი არქიტექტორების სამეფო ინსტიტუტის (RIBA) ის უნიკალური შესაძლებლობები და ღირებულებები, რომლებსაც RIBA-ის ვალიდაციის მქონე პროგრამები ფლობენ. თუ როგორ შეუძლიათ სტუდენტებს აღნიშნული შესაძლებლობები გამოიყენონ როგორც სწავლების პროცესში, ასევე პროფესიული განვითარებისთვის.
შეხვედრის ფარგლებში, მოეწყო კავკასიის არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტების მიერ შექმნილი პროექტების გამოფენა.
აღსანიშნავია, რომ კავკასიის უნივერსიტეტის არქიტექტურის პროგრამას ბრიტანეთის სამეფო არქიტექტორთა ინსტიტუტის (RIBA) უპირობო აკრედიტაცია (ვალიდაცია) აქვს მინიჭებული.
