საინფორმაციო შეხვედრა პროექტ HERD-ის ფარგლებში

12 ოქტომბერი 2021

11 ოქტომბერს, კავკასიის უნივერსიტეტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ERASMUS+ -ის მიერ დაფინანსებული ინსტიტუციური განვითარების პროექტის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კვლევითი შესაძლებლობების ზრდა კვლევისა და განვითარების სამსახურის საშუალებით (HERD)” ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ კავკასიის უნივერსიტეტის მმართველი საბჭოს წევრები და სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები. 

 

შეხევდრის ფარგლებში პროექტის გუნდის წევრებმა წარმოადგინეს ინფორმაცია მეცნიერების მენეჯმენტის პორტალის შესახებ. კერძოდ, პორტალის ფუქნციების, განთავსებული ინფორმაციის, მისი უპირატესობებისა და გამოყენების წესების შესახებ. პრეზენტაციის დასრულების შემდგომ გაიმართა დისკუსია კითხვა-პასუხის ფორმატში. 

 

პროექტ HERD-ის  მიზანია ერთობლივი კვლევითი პლატფორმის შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს პარტნიორ უნივერსიტეტებში კვლევითი საქმიანობის დაგეგმვას, განხორციელებასა და შეფასებას, ქართული ონლაინ კვლევითი პორტალის შექმნას, რომელზეც განთავსებული იქნება უახლესი ინფორმაცია საქართველოს აკადემიური დაწესებულებების საქმიანობის, ადამიანური რესურსებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის კვლევის მენეჯმენტისა და მონაცემთა ანალიზის უნარების გაუმჯობესება კვლევითი საქმიანობის უკეთესი მართვის, ინსტიტუციური კვლევების მონაცემთა ანალიზისა და სტრატეგიული დაგეგმარების საფუძვლის შესაქმნელად, სამიზნე უნივერსიტეტებში კვლევის ტრანსფერი და უნივერსიტეტი-ინდუსტრიის თანამშრომლობის უნარების გაძლიერება

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს