14 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტში, გაიმართა ტურიზმის სკოლის ასოცირებული პროფესორის, ეკატერინე გლოველის საჯარო ლექციას თემაზე - ,,უცხოელი ვიზიტორების ნაკადი საქართველოში - ტენდენციები, პროგნოზი და განმსაზღვრელი ფაქტორები“.
ლექციის ფარგლებში განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
- სტატისტიკის როლი ტურიზმის სფეროში;
- უცხოელი ვიზიტორების ტენდენციები საქართველოში;
- უცხოელი ვიზიტორების კვარტალური დინამიკის შეფასება სეზონურობის ინდექსის გამოყენებით;
- უცხოელ ვიზიტორთა 2025 წლის პროგნოზი;
- წინა წლების პროგნოზების შედარება რეალურ მაჩვენებელთან;
- ვიზიტორთა ნაკადზე მოქმედი ფაქტორების გავლენის ანალიზი.
ლექციას ესწრებოდნენ ტურიზმის სკოლის ადმინისტრაცია, პროფესორები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია.