31 აგვისტოს, კავკასიის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების დეპარტამენტის ორგანიზებით, გაცვლით პროგრამაში მონაწილე უცხოელი სტუდენტებისთვის, საორიენტაციო შეხვედრა გაიმართა.
საფრანგეთის, ავსტრიის, ჰოლანდიისა და ჩინეთის პარტნიორი უნივერსიტეტების სტუდენტები, კავკასიის უნივერსიტეტში შემოდგომის სემესტრს გაატარებენ.
შეხვედრის ფარგლებში, სტუდენტებმა უნივერსიტეტის ახალი კამპუსი დაათვალიერეს. აგრეთვე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მოქმედი რეგულაციებისა და შიდა განაწესის შეახებ.