24 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში გაიმართა დოქტორანტ იოსებ კელენჯერიძის თემატური სასემინარო ნაშრომის დაცვა - ”ძალის გამოუყენებლობის პრინციპის საერთაშორისო სამართლებრივი მიმოხილვა”.
თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო მინდია უგრეხელიძე.
ნაშრომის დაცვის მსვლელობისას განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა ძალის გამოუყენებლობის პრინციპები, ძალის გამოუყენებლობის როლი თანამედროვე საერთაშორისო სამართალში, თემის ისტორიული ასპექტები, ასევე ისეთი მნიშვნელოვანი ელემენტები, როგორიცაა ძალის გამოყენების სუბიექტი, ობიექტი, ძალის გამოყენების მუქარა და ა.შ.