22 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლაში გაიმართა დოქტორანტის ნაზიბროლა ჯანეზაშვილის თემატური სასემინარო ნაშრომის დაცვა - ”დისკრიმინაცია სქესის საფუძველზე: ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტები”. თემის სამეცნიერო ხელმძღვანელი იყო გიორგი ღლონტი.
ნაშრომის დაცვის მსვლელობისას განიხილეს საკითხის მარეგულირებელი როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო კანონმდებლობა, საქართველოში არსებული პრაქტიკა, პრობლემის აქტუალურობა, საკითხის სიმწვავე და პრობლემის გადაჭრის გზები.