2022 წელს, ერასმუს+ ჟან მონეს აქტივობების კონკურსში, გაიმარჯვა კავკასიის უნივერსიტეტის, კერძოდ, კავკასიის სამართლის სკოლის მოდულმა „სამართლის პროგრამების ევროპეიზაცია საქართველოში“ (Jean Monnet Module: 101084764 — EU-LP-GE).
მოდულის ავტორია პროფ. ეკატერინე ქარდავა. მოდულს უძღვებიან პროფ. გურანდა ჭელიძე და პროფ. ეკატერინე ქარდავა.
მოდულის ფარგლებში, 2024 წლის გაზაფხულის სემესტრში, სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისთვის, კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციური სამართლის საგანზე რეგისტრირებული სტუდენტებისთვის, 7 მარტს, ორ ჯგუფად ჩატარდა 3 საათიანი ლექციები თემაზე „ევროკავშირის სამართალი და ევროკავშირის პოლიტიკა“. ლექციას დაესწრო 45 სტუდენტი.
ლექცია შეეხო თემებს:
- ევროკავშირის შექმნა და გაფართოება;
- ევროკავშირის ფასეულობები;
- ევროპული ინტეგრაციის არსი და კოპენჰაგენის პოლიტიკური კრიტერიუმები, მათ შორის დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა ნაწილში;
- საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრების სტატუსის მინიჭების ასპექტები, გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები.
- საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის არსი, დანიშნულება, მიზანი და მისაღწევი შედეგები.
ლექციის მსვლელობისას, სტუდენტების მხრიდან დაისვა როგორც სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური ბუნების შეკითხვები, რაზეც, კომპეტენციის ფარგლებში, პასუხები გასცეს პროფ. გურანდა ჭელიძემ და პროფ. ეკატერინე ქარდავამ.