აბუ დაბისა და დუბაის სასწავლო ტურის ფარგლებში სტუდენტები Future Foundation-ს ესტუმრნენ

12 მარტი 2025

კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები სასწავლო ტურით აბუ დაბისა და დუბაიში იმყოფებოდნენ. კავკასიის ტრენინგ ცენტრის (UAE) სასწავლო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები Future Foundation-ს ესტუმრნენ, სადაც გაეცნენ გლობალური ექსპოზიციების როლს ინოვაციებსა და საერთაშორისო თანამშრომლობაში.

 

ამ ვიზიტმა სტუდენტებს მისცა შესაძლებლობა განევითარებინათ სტრატეგიული და პრაქტიკული უნარები, რაც მათ მომავალ საქმიანობაში ხელს შეუწყობს.

 

შეხვედრის ბოლოს, კავკასიის უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტმა კვლევისა და სტრატეგიული განვითარების დარგში, ბორის (ბუბა) ლეჟავამ საჩუქრები გადასცა Future Foundation-ის დეკან მოჰამედ ქასემს.