უფროსკლასელ მოსწავლეთა საზაფხულო სკოლა - „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ”

6 ივნისი 2024

კავკასიის უნივერსიტეტის მედიის სკოლაში დასრულდა უფროსკლასელ მოსწავლეთა 2 კვირიანი საზაფხულო სკოლა - „ევროკავშირი დეზინფორმაციის წინააღმდეგ”.

 

 საზაფხულო სკოლის სწავლება ჩატარდა ევროკომისიის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში - „მედიაწიგნიერების ევროპული მოდელების ინტეგრირება ქართულ აკადემიურ სფეროში“.

 

 პროექტს უძღვებოდა მედიის სკოლის ასოცირებული პროფესორი, გიორგი ჯოლოგუა.