"თიბისი ბანკმა" დაიწყო 2015 წლის სტაჟირების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, კავკასიის უნივერსიტეტის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს საშუალება აქვთ გაიარონ 1 წლიანი, ანაზღაურებადი სტაჟირება "თიბისი ბანკის" ფინანსურ დეპარტამენტში, მომავალი დასაქმების პერსპექტივით.
კომპანია დაინტერესებულია სტუდენტებით, რომელთაც პრიორიტეტად არჩეული აქვთ ფინანსები, აქვთ მაღალი ქულები ფინანსურ საგნებში, მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA) და არიან მოტივირებული ახალგაზრდები.
ეს პროექტი უკვე 4 წელია მუშაობს, 2014 წელს კომპანიამ დაასაქმა 7 სტუდენტი, რომლებიც ახლა გადიან სტაჟირებას ბანკის სხვადასხვა განყოფილებებში. ამ ოთხი წლის განმავლობაში 19-მა სტუდენტმა გაიარა 1 წლიანი სტაჟირება,რომელთაგან უმრავლესობას შესთავაზეს მუდმივი სამსახური.
პრეზენტატორებს შორის იყვნენ კავკასიის უნივერსიტეტის წარმატებული სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომლებმაც ისაუბრეს თავიანთ გამოცდილებაზე, კარიერული ზრდისა და განვითარების პერსპექტივებზე.