თბილისის 77- ე სკოლის ვიზიტი კავკასიის უნივერსიტეტში

12 მაისი 2023

12 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტს თბილისის 77-ე საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები და მათი  წარმომადგენელი - სამოქალაქო განათლების პედაგოგი - თამუნა მაჭარაშვილი ესტუმრნენ.  

 

მოსწავლეებმა კავკასიის უნივერსიტეტის გარემო და ინფრასტრუქტურა, ასევე ის სტუდენტური სივრცეები დაათვალიერეს, რომლითაც სარგებლობას CU-ში სწავლისას  შეძლებენ. მიიღეს ინფორმაცია იმ უამრავი სიახლისა თუ შესაძლებლობის შესახებ, რასაც CU მათ სთავაზობს.

 

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, რომ მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.