,,თბილისის ნერსისიან სასულიერო სკოლა 200“ გამოფენა კავკასიის უნივერსიტეტში

29 იანვარი 2024

26 იანვარს, ნერსისიანის სასულიერო სკოლის დაარსებიდან 200 წლის იუბილესთან დაკავშირებით, კავკასიის უნივერსიტეტში  „თბილისის ნერსისიან სასულიერო სკოლა 200“ გამოფენის გახსნის ცერემონია გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს  და კავკასიის უნივერსიტეტის მიერ.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 200-ზე მეტი საარქივო დოკუმენტი და ფოტოსურათი, რომლებიც ინახება სომხეთისა და საქართველოს ეროვნულ არქივებსა და ეროვნულ ბიბლიოთეკებში, სომხეთის იეღიშე ჩარენცის სახელობის ლიტერატურისა და ხელოვნების მუზეუმში, სომხეთის ისტორიის მუზეუმში, სარდარაპატის მუზეუმში,მატენადარანში და კერძო კოლექციებში.

 

გამოფენის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრი გიორგი ამილახვარი,სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი,  და კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია,მაღალი რანგის სტუმრები სომხეთიდან და საქართველოდან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

 

გამოფენა გახსნა კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ და სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში აშოტ სმბატიანმა.

 

გამოფენის ავტორმა, ლევონ ჩიდილიანმა ღონისძიების სტუმრებს გამოფენილი ფოტოსურათების ისტორია გააცნო. ღონისძიების დასასრულს, კავკასიის უნივერსიტეტის შენობის ისტორიის ამსახველი მემორიალური დაფის გახსნის ცერემონია გაიმართა.

 

გამოფენა „თბილისის ნერსისიან სასულიერო სკოლა 200“ კავკასიის უნივერსიტეტის პირველ სართულზე მიმდინარე წლის 16 თებერვლის ჩათვლით იქნება წარმოდგენილი . გამოფენის ნახვის მსურველებს შეუძლიათ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-დან 18:00 საათამდე ეწვიონ კავკასიის უნივერსიტეტს (მისამართი: პაატა სააკაძის 1) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.