ამერიკულ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში “Home Health Care Management & Practice“ გამოქვეყნდა კავკასიის უნივერსიტეტის პროფესორ თენგიზ ვერულავას სტატია-Impact of Remote Patient Monitoring Systems on Hospitalization Reduction and Nursing Workflow Among Patients With Chronic Diseases in Georgia: A Mixed-Methods Study.
სტატიის ბმული.
ჟურნალი „Home Health Care Management & Practice“ გამომცემელია SAGE Publications. სიმაგოს ჟურნალების რეიტინგით (SJR - SCImago Journal Ranking) მიეკუთვნება Q2-დონეს.
ჟურნალი ასევე, ინდექსირებულია SCOPUS-ის და Web of Science-ს საერთაშორისო სამეცნიერო ბაზებში.
რეზიუმე:
კვლევა შეისწავლის, როგორ ეხმარება პაციენტების დისტანციური მონიტორინგი ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს. ამ სისტემების საშუალებით ექიმები და ექთნები პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას სახლიდან აკვირდებიან. კვლევაში შეფასდა, ამცირებს თუ არა ასეთი მონიტორინგი საავადმყოფოში მოხვედრის, გადაუდებელ დახმარებაში მიმართვისა და გაწერიდან მოკლე ხანში ხელახალი ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებს. ასევე გაანალიზდა, როგორ ცვლის ეს ტექნოლოგია ექთნებისა და მომვლელების ყოველდღიურ მუშაობას.
შედეგებმა აჩვენა, რომ დისტანციური მონიტორინგის გამოყენება დაკავშირებული იყო ჰოსპიტალიზაციისა და 30 დღის განმავლობაში ხელახალი ჰოსპიტალიზაციის შემცირებასთან. ტექნოლოგია სამედიცინო პერსონალს პაციენტის მდგომარეობის გაუარესების უფრო ადრე აღმოჩენასა და საჭირო რეაგირებაში ეხმარებოდა. ასევე გაუმჯობესდა ექიმებს, ექთნებსა და მომვლელებს შორის ინფორმაციის გაცვლა და თანამშრომლობა. თუმცა გამოიკვეთა გარკვეული სირთულეებიც, მათ შორის მეტი ელექტრონული დოკუმენტაციის შევსება, ციფრული სამუშაო დატვირთვის ზრდა და სისტემიდან მიღებული შეტყობინებების სიჭარბე.
კვლევა აჩვენებს, რომ ციფრული ჯანდაცვის წარმატებით დანერგვისთვის საჭიროა ჯანდაცვის დაწესებულებების მზადყოფნა, პერსონალის გადამზადება, სხვადასხვა ელექტრონული სისტემის ერთმანეთთან დაკავშირება და სამუშაო პროცესების სწორად ორგანიზება.
ნაშრომი წარმოაჩენს საქართველოში დისტანციური მონიტორინგის განვითარების შესაძლებლობებსა და ძირითად გამოწვევებს. კვლევის შედეგები შეიძლება სასარგებლო იყოს ციფრული ჯანდაცვის, შინმოვლის სერვისებისა და ქრონიკული დაავადებების მართვის გაუმჯობესებისთვის.
ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტი.
